Thursday, May 20, 2010

dizainerebi






ქალბატონი ანილი ნასიძე იმ ოჯახის დედა გახლავთ, რომლის ორი წევრი მოდის სამყაროს მესვეურია. თუმცა დღეს ერთერთ მათგანზე მოგითხრობთ.როგორც ქალბატონმა ანილიმ აღნიშნა, ჩვენი მთავარი მოქმედი პირი ბაშვობაში საკმაოდ მოუსვენარი და ცელქი იყო; რკინიგზის პირველი სკოლისა და 155– სკოლის კედლებში იზრდებოდა და პარალელურად ძიუდოთი იყო დაკავებული. საქართველოს ჩემპიონატსა და ახალგაზრდულ შეჯიბრებშიც მონაწილეობდა.

17 წლისამ პარიზს გამგზავრება გადაწყვიტა. თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა.

interviu telefoniT:

თბილისიპარიზი
ირაკლი ნასიძის საყვარელი ფერი?
ყველა ფერი, რომელიც წყალს უკავშირდება.
-
შთაგონების წყარო?
საუბარი საინტერესო ადამიანებთან, შთამბეჭდავი ტილო ან ხელოვნების ნებისმიერი ჟანრის ნაწარმოები, რამაც შეიძლება ემოცია გამოიწვიოს.
ვინ არის თქვენი შემოქმედების სახე?
ჩემი მეუღლე.
კლასიკა თუ მოდერნი?
ჩემი განხრა მოდის ტრადიციაა.
როგორ იღებს თბილისელი მაყურებელი სიახლეს?
დიდი ინტერესით.
ქმნით თუ არა ტანსაცმელს დედისთვის?
როცა თბილისში, ვარ ვცდილობ, დროის უმეტესი ნაწილი დედაჩემისთვის ტანსაცმლის შექმნას დავუთმო.
ნინო ნასიძე თქვენს შემოქმედებაში.
ნინო რომ არა, ჩემი შემოქმედება გაშიშვლებული იქნებოდა. ზუსტად იცის, რა ფეხსაცმელი მოიყვანს სისრულეში სამოსს, რომელზეც ვმუშაობ.

ირაკლის შემოქმედებაში ნათლად ჩანს ძველისა და ახლის შერწყმა. იგრძნობა ის განწყობა, შემოქმედს თითოეული მოდელის შექმნისას რომ ამოძრავებს, დახვეწილი გემოვნების, ნიჭისა და შრომის სინთეზით მთლიან, დაუვიწყარ ჩვენებებს სთავაზობს მაყურებელს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. შედეგად მაყურებელი დიდხანს ფიქრობს ნანახზე, შემოქმედი კიმომავალ გეგმებზე: როგორ, როდის რა მოასწროს... მაგრამ უმკლავდება.

დედულეთი, მეგრული ნანა, იქ გატარებული საზაფხულო არდადეგები. სამეგრელო, მდინარე ენგური, რომელიც ორი მხრიდან უვლის სოფელ ხურჩას და მასთან დაკავშურებული ბავშვობის ემოციები,რომელიც დღემდე შთაგონების წყაროა ირაკლისთვის.

ნინო ნასიძე: ზაფხულზე ხშირად ვსტუმრობდით ხოლმე დედას ნათესავებს. როცა ბიჭები სანადიროდ მიდიოდნენ, ირაკლი დიდ მინდორზე განმარტოებას ამჯობინებდა და საღამოს ყვავილების თაიგულით ბრუნდებოდა სახლში.

ირაკლის პირველი შეხება საღებავებთან?
– 4
წლით ჩემზე უმცროსია, აქედან გამომდინარე, ხატვა ჯერ მე დავიწყე, საღებავებთან დაკავშირებით არ მახარებდა...

ფერები
პარიზი. 2006 წლის იანვარი. პირველი - ანა. ორიგინალობით და სიამაყით გამოირჩევა სხვა მოდელებისგან. შოპარმა თავად შესთავაზა ირაკლის მის სამკაულებთან ერთად მოეწყო ჩვენება. ირაკლი ნასიძე გოგონების არა მარტო შემოსვაში, შერჩევაშიც კი კოლეგებისგან განსხვავებული აღმოჩნდა. ვარცხნილობამხატვრული არეულობა, ფორმებიკლასიკური, გამოკვეთილი. გამომეტყველებამრავლისმთქმელი. ჩვენებაზე მოსული ზუსტად ხვდებa Tu რისი თქმა სურს მოდელს. ეს, რა თქმა უნდა, თავად შემოქმედის დამსახურებააფანტაზია მდიდარი, სტილშიც და ფერშიც; სამოსიირაკლი, ფეხსაცმელინინო.

ნინო: ირაკლი ფაქიზი, ლამაზი სულის ადამიანია.მე არ მეგულება დედამიწის ზურგზე ასეთი ძმა დისთვის და ბიძადისშვილისთვის. აღარაფერს ვიტყვი მის ნიჭსა და შრომისმოყვარეობაზე, რომელიც ასე ჰარმონიულადაა შერწყმული მასში.

ვატო (ნინოს შვილი): ძალიან მიყვარს ჩემი ირაკლი, ყველა ოცნებას, ყველა სურვილს მისრულებს. მე ირაკლის ვიფიცებ...

ნინო: თბილისში ყოფნისას ცდილობს, ყველა ნახოს, ყველას მოეფეროს, მაგრამ იმდენად არის დაკავებული, ზოგჯერ უახლოეს მეგობრებს გამგზავრებისას აეროპორტში ნახულობს ხოლმე.

ამომავალი ვარსკვლავი, ეროვნული სიამაყე და სხვა გამონათქვამი, რომლებიც ირაკლი ნასიძის მისამართით გაისმის მოდის მეტრებისა და მოდის ისტორიკოსებისგან, ირაკლის შემოქმედების გზას ალამაზებს. ის ფაქტი, რომ ირაკლის კოლექციას განსხვავებული პროფესიის ადამიანები ქუჩაში ცნობენ, დიდ სტიმულს აძლევს. ლაკრუა, დიორი, შერერი, ის სახეებია, ვისთანაც ირაკლის უმუშავია. ლოსაჟეს სახლიმან გაუწია ირაკლის პირველად რეკომენდაცია.

მეუღლე ანა ნიკიტინა ალექსეევა, რომელიც სინქრონული ცეკვის დიდოსტატია, ისევე კარგად გრძნობს თავს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, როგორც მოსკოვში, ამის ძალას კი ირაკლის გვერდით დგომა სძენს.

ვინ და როდის შესთავაზა ირაკლის არაბეთს გამგზავრება

18 წლის არაბეთის პრინცესა დონა. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჟურნალისტები, დიდგვაროვნები... ირაკლის წარდგენა არაბეთში პრონცესა დონას მამამ გააკეთა 5 ათასიანი აუდიტორიის წინაშე. პრინცესა ამჟამინდელი მეფის ძმის ასულია. ირაკლის პარიზში და ნინოს თბილისში მუშაობაში დათენებული რამდენიმე განთიადი. ოთხიათასკაციანი ქორწილი, სუფრასთან სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები.

დონის მამა: ეს სამოსი პრინცესასთვის და მთელი მისი ოჯახისთვის ირაკლიმ შექმნა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. ირაკლისკენ მომართული 4 ათასი წყვილი თვალი და აპლოდისმენტები... რა თქმა უნდა, უცხო არც ერთია და არც მეორე, მაგრამ არა პრინცესას ქორწილში...

და ამ ყველაფერს სათავე ლაკრუას სახლში დაედო. სულ ახალგაზრდამ კაბებითა და ნაქარგებით მოდის სამყაროს ყურადღება მიიპყრო. ალაპარაკდა საფრანგეთის, ინგლისის, იტალიის, ამერიკის პრესა. ცისფერი ეკრანებიდან ჩნდებოდა მისი გვარი და სახე მოდის საუკეთესო ჟურნალებში მრავალი აქამდე ცნობილი დიზაინერის გვერდით.

  • ავთანდილ ცქვიტინიძე

ბიოგრაფია:

განათლება
- 1990-1995
საქართველოს სამხატვრო აკადემია

პროფესიული გამოცდილება
- 2000
წლიდანმოდის სახლიავთანდილი”, მთავარი დიზაინერი, დირექტორი
- 1997-2000 –
სამკერვალო ფაბრიკაიმერეთი”, დიზაინერი

გამოფენები და ჯილდოები
-
ოქტომბერი, 2009 – ყაზახეთის მოდის კვირეული, ალმა-ატა. გაზაფხული-ზაფხული 2010
-
ოქტომბერი, 2009 – თბილისის მოდის კვირეული, საქართველო. გაზაფხული-ზაფხული 2010
-
ოქტომბერი, 2009 – კიევის მოდის კვირეული, უკრაინა. გაზაფხული-ზაფხული 2010
-
მარტი, 2009 – კიევის მოდის კვირეული, უკრაინა. შემოდგომა-ზამთარი 2009-2010
-
დეკემბერი, 2008 – საახალწლო ფესტივალი მეიდანზე, თბილისი
-
ოქტომბერი, 2008 – კიევის მოდის კვირეული, გაზაფხული-ზაფხული 2009
-
ივნისი, 2008 – პეკინის ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიალებისათვის საქართველოს ნაკრების ჩაცმულობა
-
მარტი, 2008 – ათენის მოდის კვირეული, შემოდგომა-ზამთარი 2008-2009
-
ოქტომბერი, 2007 – ათენის მოდის კვირეული, გაზაფხული-ზაფხული 2008
-
სექტემბერი, 2007 – გამოფენა “TRAIN” . ნიუ-იორკი, აშშ
-
აგვისტო, 2007 – საქართველოს რაგბის ნაკრების ჩაცმულობა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნისა და დახურვის ცერემონიალებისთვის, სპორტული ტანსაცმლის ესკიზები
-
აპრილი, 2007 – დუბაის მოდის კვირეული, შემოდგომა-ზამთარი 2007-2008
-
მარტი, 2007 – ათენის მოდის კვირეული, შემოდგომა-ზამთარი 2007-2008
-
მარტი, 2007 – კიევის მოდის კვირეული, შემოდგომა-ზამთარი 2007-2008
-
დეკემბერი, 2006 – “Night office”, თბილისი
-
ოქტომბერი, 2006 – ათენის მოდის კვირეული, გაზაფხული-ზაფხული 2007
-
ოქტომბერი, 2006 – კიევის მოდის კვირეული, გაზაფხული-ზაფხული 2007
-
მაისი, 2006 – “May Fashion”, მოსკოვი
-
მარტი, 2006 – მოსკოვის მოდის კვირეული, შემოდგომა-ზამთარი 2006-2007
-
მარტი, 2006 – კიევის მოდის კვირეული, შემოდგომა-ზამთარი 2006-2007
-
დეკემბერი, 2005 – მოსკოვის მაღალი მოდის ასოციაციის საპატიო წევრობა
-
ოქტომბერი, 2005 – მოსკოვის მოდის კვირეული, გაზაფხული-ზაფხული 2006
-
სექტემბერი, 2005 – კიევის მოდის კვირეული, გაზაფხული-ზაფხული 2006
-
ივლისი, 2005 – მოდის ჩვენება, რომი
-
მაისი, 2005 – “May Fashion”, მოსკოვი
-
მარტი, 2005 – მოსკოვის მოდის კვირეული, შემოდგომა-ზამთარი 2005-2006
-
დეკემბერი, 2004 – წლის საუკეთესო დიზაინერი, საქართველო
-
ოქტომბერი, 2004 – რუსეთის მოდის კვირეული, გაზაფხული-ზაფხული 2005
-
მარტი, 2004 – რუსეთის მოდის კვირეული, შემოდგომა-ზამთარი 2005-2006
-
მარტი, 2003 – რუსეთის მოდის კვირეული, შემოდგომა-ზამთარი 2004-2005, “კვირეულის აღმოჩენა
- 2003 – “
აზიური ღამე”. თბილისი
- 2002 – “
მარლენ დიტრიხი”, თბილისი
- 2002 – “
ქალი წარსულიდან’, თბილისი
- 2001 – “
ესპანური ბაზარი”, თბილისი
- 1999 – “Sheraton Metechi Palace”,
თბილისი
- 1996 –
კავკასიის დიზაინერთა ფესტივალი, ბაქო, გრან-პრი
- 1995 –
მოდის ფესტივალიამა”, თბილისი



  • თამუნა ინგოროყვა

ქართველმა დიზაინერმა საფრანგეთისთვის ახალი კოლექციის მზადება დაიწყო. თამუნა ინგოროყვა პარიზში 2010-2011 წლის ზამთრის კოლექციას წარადგენს. იმავდროულად ერთგული მომხმარებლისთვის საკუთარ მაღაზიაში განახლებულ გარდერობის შექმნას გეგმავს. საქართველოში დიზაინერს არაერთი პოპულარული თუ უცნობი პატარძლის საქორწინო სამოსი შეუქმნია.

-
თამუნა, რამდენი კაბა შეგიკერავს?
-
ზუსტად აღარ მახსოვს, ძალიან ბევრი, დათვლაც კი მიჭირს.

-
კაბის შექმნისას ძირითადად რაზე ამა­ხვილებ ყურადღებას?
-
ვცდილობ, ნებისმიერი სამოსი ინდივიდუალური იყოს. ადამიანი, რომელიც აქ უკვეთს კაბას, ზუსტად მისი ხასიათის შესაბამისი კაბით ბრუნდება შინ. როდესაც საქორწინო სამოსზე ვმუშაობ, ვცდილობ ისეთი შევქმნა, რაც პატარძალს მხოლოდ ოცნებაში წარმოედგინა. ჩემთვის უცნობ საპატარძლოებს ბევრს ვესაუბრები, ვითვალისწინებ მათ პროფესიას, გარეგნობას, ხასიათს. შესაძლოა, ლამაზ პატარძალს ძალიან ლა­მაზი კაბა ეცვას, მაგრამ არ იყოს მისი ხასიათის შესაბამისი. ასეთი შემთხვევებში პატარძლებს დიზაინერებთან პრეტენზიები უჩნდებათ.

-
პროფესიას რა მნიშვნელობა აქვს საქორწინო კაბის შეკერვისას?
-
ექიმებს სადა გემოვნება აქვთ. იურისტებს კონკრეტული მოთხოვნები, რაც შეეხება ჟურნალისტებს, მუსიკოსებს, მხატვრებს ანუ ხელოვან ადამიანებს, მათი გემოვნება უფრო კრეატიული, თავისუფალია, თან უფრო მენდობიან. ამ ადამიანებთან მუშაობა საინტერესო და იმავდროულად სასიამოვნოცაა. პატარძლის კაბის შექმნისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენ, თან უფრო შემოქმედებითად ვმუშაობ

-
პატარძლებს კაბების ნიმუშები მოაქვთ?
-
ნაცნობებს ვეუბნები, რომ არ ჩაერიონ და ბოლომდე მომენდონ. უცნობები კი მოდიან ნიმუშებით, რომლებსაც არ ვუწუნებ, თუმცა ვთხოვ ჩვენებურად გადაკეთებას, რადგან ჟურნალებსა და კატალოგებში განათების ფონზე ზოგიერთი კაბა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე რეალობაში. შეკერვის პროცესში სანიმუშო კაბისგან აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი შეიძლება მივიღოთ.

-
უფრო ხშირად როგორ კაბას გი­­ვეთენ, გრანდიოზულს თუ სადას?
-
ორივეს. თუ პატარძალი მეუბნება, რომ ასკაციანი ქორწილი აქვს და გრანდიოზული კაბის შეკერვა უნდა, ვთავაზობ უფრო სადას, სასაცილო რომ არ გამოჩნდეს. თუ ქორწილს სამას კაცზე მეტი სტუმარი ეყოლება, მაშინ სადაკაბიანი პატარძალი ამდენ ხალხში ჩაიკარგება.

-
საბოლოოდ პატარძლები კმაყოფილი რჩებიან?
-
კი, შემიძლია თამამად ვთქვა. მოზომების დროს, თუ პატარძალს სახეზე რამე საეჭვოს შევნიშნავ, ვცდილობ გავიგო, რა არ მოსწონს და შენიშვნას აუცილებლად ვითვალისწინებ, რადგან ქორწილი პატარძლის დღეა და მან თავი ცუდად არ უნდა იგრძნოს. ქართველ პატარძლებს უამრავი ადამიანი - მეგობრები, დედამთილი, დედა დაჰყვებიან, რომლებიც სხვადასხვა რჩევას აძლევენ და გოგონებს აბნევენ. ვფიქრობ, კაბის შესარჩევად პატარძალი თვითონ უნდა მივიდეს დიზაინერთან, რათა უფრო ადვილად გადაწყვიტოს, როგორი კაბა გახდის მას განსაკუთრებულს.

-
შენი საქორწილო კაბის ავტორი ვინ იყო?
-
ქორწილში მეცვა ჩემი ბავშვობის ოცნების კაბა, ჩემი სალონის გოგონებმა შეკერეს და დღემდე ძალიან მომწონს.

-
ტრადიციული ქორწილი გქონდა?
-
შერეული ტიპის იყო. ჯვარი რომ დავიწერეთ, ბავშვობის ოცნება ამიხდა, მე და ჩემმა მეუღლემ მრავალჟამიერის ფონზე ჩოხოსნების ხანჯლების ქვეშ გამოვიარეთ. მერე წავედით ,,შერატონ მეტეხი პალასში”, სადაც 450 სტუმარი გველოდა. მართლაც გრანდიოზული ქორწილი იყო. სხვადასხვა თაობის სტუმრების გამო ვეცადე, ყველას გემოვნება გამეთვალისწინებინა. ტრადიციული სადღეგრძელოების შემდეგ დაიწყო ქართული ცეკვები, რომელსაც მოცეკვავეები ასრულებდნენ. ქართული სიმღერებიდანაც გემოვნებიანი ამოვარჩიე.
მყავდა ჯაზბენდი და დიჯეი, რომელიც პერიოდულად 70-იანი წლების - ,,აბბას”, ,,ბონიემისსიმღერებს უშვებდა. ამ ქორწილით ყველა კმაყოფილი დარჩა. პირველი, რაც მაღიზიანებს, თამადაა, რომელიც გრძელ, უხვსიტყვიან სადღეგრძელოებს ამბობს, მეორე კი თხუთმეტი წლის წინანდელი უგემოვნო სიმღერებია, რომლებიც ქორწილების ჰიტებად იქცა.

-
ცნობილი ბრენდებიდან ყველაზე მეტად რომლის საქორწინო კაბები მოგწონს?
-
ყოველთვის ვათვალიერებ სხვადასხვა დიზაინერის კაბებს, ძალიან მომწონს ,,დიორისსაქორწინო კაბები. შეიძლება, მისი კოლექციის რაღაც დეტალმა ახალი შთაგონება მომცეს ან სულაც რაღაც დეტალი გადმოვიტანო, თუმცა კაბის ზუსტი ასლი არასოდეს გამიკეთებია და არც ვაპირებ.

-
ქართველი დიზაინერების კაბები თუ მოგწონს?
-
კი, რატომაც არა. ავთანდილის არაერთი ლამაზი კაბა მინახავს.

-
რა ღირს შენი კაბები?
-
ჩემი კაბების ფასი საშუალოა და იზრდება. იცით, ქართველების რა არ მესმის? უამრავ თანხას ხარჯავენ საჭმელ-სასმლისთვის და ეკონომიას პატარძლის კაბაზე აკეთებენ, ჩემთვის ეს გაუგებარია, ანუ ქორწილი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ აქვთ, ნეფე-პატარძალმა სხვისი სიამოვნებისთვის რატომ უნდა გააკეთოს?